Skip to content

November 19, 2011

ბიოლოგიის კურსი აბიტურიენტთათვის

1. ჰეტეროტროფ ბაქტერიებს ახასიათებთ:

 I ფოტოსინთეზი;   II ქემოსინთეზი;   III საპროფიტიზმი;  IV პარაზიტიზმი.

ა. I და II;
ბ. II და III;
გ. III და IV;
დ. II, III და IV.

2. ბაქტერიების სასარგებლო როლი განისაზღვრება:

I მრავალი ელემენტის წრებრუნვაში მონაწილეობით;  II ბიოტექნოლოგიაში გამოიყენება;
III მსხვილ ნაწლავში მცხოვრები ბაქტერიების მოქმედებით;    IV ფოტოსინთეზში მონაწილეობით.

ა. მხოლოდ I;
ბ. II და III;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

3. ციანობაქტერიები სიბნელეში არიან:

ა. ავტოტროფები;
ბ. ჰეტეროტროფები;
გ. ავტოჰეტეროტროფები;
დ. მიქსოტროფები.

4. რომელი ძვალია ლუწი?

ა. ქვედა ყბის;
ბ. ზედა ყბის;
გ. შუბლის;
დ. თხემის.

5. ძვალი:

ა. შემაერთებელი ქსოვილია;
ბ. ეპითელური ქსოვილია;
გ. ქსოვილი არ არის;
დ. არაცოცხალი ორგანოა.

6. ძვალს ______ ანიჭებს დრეკადობას, _______ – სიმტკიცეს:

ა. ქოლესტერინი/ Ca, Co;
ბ. ოსეინი/ Ca, P;
გ. მიელინი/ Ca, P;
დ. გლიკოკალიქსი/ ქიტინი.

7. ძვლების უძრავი შეერთება გვხვდება:

I სასმენ ძვლებზე;          II წვივზე;           III ქალის ძვლებზე;         IV გავაზე.

ა. მხოლოდ IV;
ბ. I და II;
გ. III და IV;
დ. I, III და IV.

8. ლავიწის ძვალი იდაყვის ძვალთან:

ა. უძრავადაა შეერთებული;
ბ. მოძრავადაა შეერთებული;
გ. ნახევრადმოძრავადაა შეერთებული;
დ. არაა ერთმანეთთან შეერთებული.

9. კუნთების ფუნქციაში შედის:

I მეტყველება;    II პერესტალტიკა;     II სისხლის მოძრაობა;     IV დამცველობითი.

ა. II და IV;
ბ. II და III;
გ. II, III და IV;
დ. ოთხივე.

10. კუნთის დაღლისას რომელი ნივთიერება იწვევს ტკივილის შეგრძნებას?

ა. აქტინი;
ბ. მიოზინი;
გ. ნახშირორჟანგი;
დ. რძე მჟავა.

11. დაალაგეთ კონკრეტული კუნთის ბოლოების მიმაგრების ადგილის მიხედვით:

1. საღეჭი კუნთი -
2. მიმიკური კუნთი -
3. თვალის ირგვლივი კუნთი -

ა. კანზე, ძვალზე;
ბ. კანზე;
გ. ძვალზე.

12. რომელი უჯრედის ქრომოსომებზე უმჯობესი დაკვირვება?

ა. ერითროციტებზე;
ბ. ლეიკოციტებზე;
გ. თრომბოციტებზე;
დ. ეპიდერმისის ზედა შრის უჯრედებზე.

13. სისხლის შედედებისთვის საჭიროა:

I ვიტამინი K;         II Сa-ის იონები;         III ფიბრინოგენი;          IV პეპსინოგენი.

ა.  I და III;
ბ. II და IV;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

14. სისხლი სუფთავდება:

I ფილტვებში;      II თირკმლებში;        III ღვიძლში;        IV ცხვირში.

ა. I და IV;
ბ. I და II;
გ. I, II და III;
დ. II და III.

15. ფილტვის ელემენტარული ერთეულია:

ა. ალვეოლი;
ბ. ბრონქიოლი;
გ. აცინოზი;
დ. ნეფრონი.

16. გულის რომელს საკანში ჩაედინება ჟანგბადით მდიდარი სისხლი?

I მარცხენა წინაგულში;    II მარცხენა პარჯუჭში;    III მარჯვენა წინაგულში;    IV მარჯვენა პარკუჭში.

ა. I და II;
ბ. I და III;
გ. II და III;
დ. III და IV;

17. რომელი კუნთები მონაწილეობენ მშვიდი ამოსუნთქვაში?

I ნეკნთაშუა კუნთები;       II მკერდის კუნთები;       III მუცლის კუნთები;     IV დიაფრაგმა.

ა. II და III;
ბ. I და IV;
გ. I, II და IV;
დ. ოთხივე.

18. რომელი კუნთები მონაწილეობენ ღრმა ჩასუნთქვაში?

I   ნეკნთაშუა კუნთები;    II    მკერდის კუნთები;     III    მხრის სარტყლის კუნთები;                       IV    დიაფრაგმა.

ა. II და III;
ბ. I და IV;
გ. I, II და IV;
დ. ოთხივე.

19. სუნთქვა რეგულირდება:

I ცთომილი ნერვით;  II ვეგეტატიური ნერვული სისტემით;   III ნახშირორჟანგით;
 IV  ჟანგბადით.

ა. I და III;
ბ. II და IV;
გ. I, II და III;
დ. ოთხივე.

20. რომელ ვიტამინშია ელემენტი Co (კობალტი)?
ა. A და K ვიტამინში;
ბ.B1 და B2 ვიტამინში;
გ. C ვიტამინში;
დ. B12 ვიტამინში.

Read more from main

Comments are closed.