Skip to content

Recent Articles

7
Oct

დიქტატორი

წელი: 2012
ჟანრი:კომედია
ენა: ქართული
როლებში:ბენ ქინგსლი, საშა ბარონ ქოენი, ანა ფარისი, ჯონ ს. რეილი, მეგან ფოქსი, ჯ.ბ.სმუვი.
აღწერა: დიქტატორის გმირული ისტორია, რომელიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვის საკუთარ, დაჩაგრულ ქვეყნაში დემოკრატიის დამკვიდრების წინააღმდეგ….

Read moreRead more

6
Oct

განძტა კუნზული ნაწილი 2

წელი: 2012
ჟანრი:სათავგადასავლო
ენა: ……..
როლებში: დონალდ საზერლენდი, ელაიჯა ვუდი, ედი იზარდი, ფილიპ გლენისტერი, დენიელ მეისი.
აღწერა: ეს არის კლასიკური და ყველასთვის საყვარელი რომანის ახალი ადაპტირებული ვერსია. სტივენსონის რომანისადმი გაბედულმა მიდგომამ მომნუსხველი, მძაფრსიუჟეტიანი ფილმის შექმნის შესაძლებლობა წარმოშვა. ორსერიანი დრამა მოგვითხრობს ჯიმ ჰოკინსზე, რომელიც მოულოდნელად უერთდება მეკობრეების სამყაროს, მას შემდეგ რაც აღმოაჩენს კაპიტან ფლიტის განძეულობათა რუქას…

Read moreRead more

12
Dec

ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა”

ნიკოლოზ ბარათაშვილის “ბედი ქართლისა”

ნიკოლოზ ბარათაშვილის მემკვიდრეობის უმთავრესი ნაწილი ლირიკული შემოქმედებაა, Read moreRead more

29
Nov

ზამთარი / Winter

გადავწყვიტე ცოტა განგტვირთოდ, პრობლემები იქით გადადოთ და ცოტა
ხნით საახალწლო განწყობა შევიქმნათ. ზამთარი ხომ ძირითადად თოვლთან Read moreRead more
20
Nov

ინსულტის დამარცხება შეიძლება

ინსულტის დამარცხება შეიძლება

მოდით, სტატისტიკით დავიწყოთ: დედამიწაზე ყოველწლიურად 50 მილიონი ადამიანი კვდება და მათი 8,7% თავის ტვინის ინსულტის მსხვერპლია.  მსოფლიო მონაცემებით, ამ სნეულებას სიკვდილიანობის მიზეზთა შორის მეორე ადგილი უკავია.
საზოგადოდ, 65-74 წლის ასაკში ინსულტი 6-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მანამდე, თუმცა უკანასკნელ ხანს მისი “გაახალგაზრდავების” ტენდენცია შეინიშნება. ისიც უნდა ითქვას, რომ განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ინვალიდობის მიზეზებს შორის ინსულტი პირველ ადგილზეა.
სპეციალისტებმა სავსებით ობიექტურად შეაფასეს ინსულტის ვერაგობა – დღემდე არ წყდება იმ მეთოდთა ძიება, რომლებიც შემაშფოთებელ სტატისტიკურ მაჩვენებლებს ოდნავ მაინც მიუახლოებდა სანუგეშო ციფრებს.
ინსულტის განვითარების თავისებურებებზე, მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე გვესაუბრება “ავერსის კლინიკის” ცენტრალური ფილიალის ექიმი ნევროლოგი გვანცა გიორგაძე. Read moreRead more

20
Nov

დამსუფთავებლების დასასუფთავებლად

დამსუფთავებლების დასასუფთავებლად


თუნდაც ავტომობილისა მხოლოდ საჭის ტრიალი გეხერხებოდეთ, ნაწილებიდან კი დანამდვილებით მხოლოდ ბორბლების რაოდენობა იცოდეთ და ყურმოკვრით ძრავის არსებობაც გაგეგონოთ, მაინც გეცოდინებათ, რომ ავტომობილისთვის უმნიშვნელოვანეს ამ ორგანოს ფილტრი სჭირდება. მანქანას თავი რომ დავანებოთ, პაწაწინა ყავის მადუღარაც კი ასეთი დანამატის გარეშე ან გადაიწვება, ან მოიშლება, ან თავის ფუნქციას ვერ შეასრულებს.

როცა ავტომექანიკოსი გაშავებულ ჰაერის ფილტრს თვალწინ გიტრიალებთ და მის გამოცვლას დაჟინებით გირჩევთ, თუ დაფიქრებულხართ, რომ თქვენი ფილტვებიც ზუსტად იმავე ნარევით მარაგდება, მათ კი ასე ადვილად ვერ გამოცვლით… არც ღვიძლსა და თირკმლებს ადგათ უკეთესი დღე, ვიდრე ზეთის ნებისმიერ ფილტრს. ეს ორგანოები, ისევე როგორც კუჭ-ნაწლავი და ლიმფური სისტემა, ორგანიზმის შიდა გარემოს სისუფთავეს იცავენ და ათასგვარ ნაგავსა და ნარჩენს აკავებენ. თუ საქმე უფრო მეტად გაურთულეთ და ყურადღება არ მიაქციეთ, შურს ძალიან მწარედ იძიებენ. ლიმფურ სისტემას კიდევ არა უშავს, თვითგასუფთავებას თავადაც აუდის, დანარჩენ ოთხს კი დახმარება ნამდვილად არ აწყენდა. მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია.

№1 – ღვიძლი
სხვადასხვა მოწყობილობას ოპერაციისა თუ ავადმყოფობის დროს განსაზღვრული ხნით თირკმლების, ფილტვებისა და გულის შეცვლაც კი შეუძლია, ხელოვნური ღვიძლი კი ჯერ ვერ გამოიგონეს. გამოგონება კი არა, ჯერ მისი ბოლომდე ამოცნობაც ვერ მოხერხდა. ვიცით, რომ ეს ორგანიზმის ყველაზე დიდი ჯირკვალია, 1.5 კგ-ს იწონის, ფუნქცია კი 250-მდე დაუთვალეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოო შედეგი. აბა, რა გეგონათ – მხოლოდ სიმთვრალის გამო განრისხება და ნაბახუსევით შურისძიება შეეძლო?! Read moreRead more

20
Nov

ორგანიზმის წმენდა

ორგანიზმის წმენდა


გენერალური დასუფთავება

ანუ
რატომ ვიტყუებთ თავს

ორგანიზმის წმენდის ისტერიკა რამდენიმე ათეული წლის წინ დაიწყო და მედიცინასაც სწორედ ეს დრო დასჭირდა, რომ ბოლოს და ბოლოს თამამად განეცხადებინა: “დილით ტუბაჟი და საღამოს ოყნა ორგანიზმისთვის არამცთუ სასარგებლო არ არის, სასტიკად მავნებელიც კიაო!”
 ალბათ ყური მოგიკრავთ, რომ ცნობილი ადამიანები (უმეტესად – ჰოლივუდელი სელებრითები) თავიანთი პოპულარობის ერთ-ერთ მიზეზად რკინის ჯანმრთელობას მიიჩნევენ, რომელიც, მათ თუ დავუჯერებთ, თურმე მხოლოდ ორგანიზმის რეგულარული წმენდით (!) მიღწევა. და ეს მაშინ, როცა მათი თანამემამულე ექიმები კატეგორიული კილოთი ამტკიცებენ საპირისპიროს: ორგანიზმი სანაგვე ყუთი კი არ არის, დროდადრო დაცლა და გასუფთავება რომ სჭირდებოდესო.
საქართველოში ორგანიზმის გაწმენდას კარგა ხანს “შლაკებისგან გასუფთავებას” უწოდებდნენ, შემდეგ მშობლიური ენის წინაშე ხარკი მოიხადეს და ამ საპასუხისმგებლო პროცედურას “წიდისგან გათავისუფლება” უწოდეს… ანუ ტრანსფორმაცია ფაქტობრივად მხოლოდ სახელწოდებამ განიცადა და წლების განმავლობაში მრავალი ექიმი მშვიდი გულითა და კეთილი სურვილებით უნიშნავდა ამ პროცედურას თავის პაციენტებს.
მიიჩნეოდა (ზოგიერთს კი ახლაც მიაჩნია), რომ წიდის შემადგენლობაში შედის ფეკალური მასის ქვები (!), ლორწო, მძიმე ლითონების მარილები… მათ გადმოსაფერთხად ხომ ნაწლავების გადმობრუნება დაგვჭირდება! თუმცა, გასტროენტეროლოგებს თუ დავუჯერებთ, – მათ კი ამ საკითხში ნამდვილად უნდა ვენდოთ, – არც ერთ გამოკვლევას ნაწლავთა ასეთი დაბინძურება არ გამოუვლენია. ყოველ შემთხვევაში, თუ “წიდა” მაინც არსებობს, ეს ის წიდაა, რომლისგანაც პერიოდულად მარტივად და თავისთავად ვთავისუფლდებით :)
ორგანიზმის დამბინძურებლების შესახებ მეორე ჰიპოთეზა ასეთია: ორგანიზმისთვის Read moreRead more

20
Nov

ყველაფერში დამნაშავეა გენები

ყველაფერში დამნაშავეა გენები

გენეტიკაზე საუბარი ან ბავშვის დაბადებისთანავე იწყება, ან მაშინ, როდესაც პაწაწინა გაიზრდება, რაიმე გენიალურს ჩაიდენს, ქვეყანას აალაპარაკებს (ასეთ შემთხვევაში მამა ირწმუნება, რომ შვილი მისი გენების მატარებელია) ან არცთუ ისე სახარბიელო საქციელით გამოიჩენს თავს (ამ შემთხვევაში მამა  ყოველთვის აღნიშნავს, რომ შვილის გენეტიკაში დედის გენები მძლავრობენ).
ყველა ადამიანმა ასე თუ ისე იცის, რომ გარეგნობასა და ხასიათს დედისა და მამისგან ნაანდერძევ გენებს უნდა უმადლოდეს (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით). თუ ბაბუის ან დეიდის ანდერძზე კიდევ შეიძლება გარკვეული ზემოქმედება მოვახდინოთ და გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ შევაცვლევინოთ, მემკვიდრეობას, რომელსაც მშობლებისგან გენების სახით ვიღებთ, რაც უნდა ვიღონოთ, ვერაფერს მოვუხერხებთ. ყველაფერი თავისთავად წყდება…

სად დევს სიცოცხლის საიდუმლოს გასაღები
საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის სიცოცხლის საიდუმლო ერთმანეთზე გადაგრეხილ ორ უწვრილეს ძაფშია დამალული. ეს გახლავთ დნმ, იგივე დეზოქსირიბონუკლეინმჟავა, მარტივად, რომელიც ყველა უჯრედის ბირთვშია მოთავსებული. დნმ ძაფზე აცმულ მძივს ჩამოჰგავს, სადაც მძივის თითოეული ბურთულა, არც მეტი, არც ნაკლები, ქრომოსომას წარმოადგენს. სწორედ ქრომოსომებშია ჩაქსოვილი ასეულობით გენი. საბოლოო ჯამში ერთი დნმ ასიათასობით გენის მატარებელი ხდება, რომელთაგან ნახევარი დედისეულია, ნახევარი – მამისეული.
საზოგადოდ, დნმ-ში არსებული ყველა ქრომოსომა, გარდა მამაკაცის სასქესო ქრომოსომებისა, რომლებიც მხოლოდ სა Read moreRead more

20
Nov

სხეულის ტემპერატურის ცვლილება

მაღალი, დაბალი…”
ადამიანის სხეულს მუდმივი, მყარი, გარემოს ტემპერატურისგან თითქმის დამოუკიდებელი ტემპერატურა აქვს, რომელსაც თერმორეგულაციის ცენტრი არეგულირებს, მაგრამ არსებობს ექსტრემალური სიტუაციები, როდესაც სხეულის ტემპერატურა ნორმაზე გაცილებით მაღლა იწევს ან, პირიქით, ეცემა. ჰიპერ- და ჰიპოთერმიის შესახებ “ავერსის კლინიკის” ოჯახის ექიმი მედეა ტუღუში გვესაუბრება.

– ქალბატონო მედეა, რა ქმნის სხეულის ნორმალურ ტემპერატურას?
– ადამიანის ორგანიზმში სითბო მუდმივად წარმოიქმნება. სხეულსა და გარემოს შორის თბოცვლა განუწყვეტლივ მიმდინარეობს, მაგრამ სხეულის ტემპერატურა ნორმალური რჩება. ორგანიზმში სითბოს მთავარი რეგულატორი ჰიპოთალამუსია. ტემპერატურის მომატების ან დაქვეითების შემთხვევაში თერმორეცეპტორებიდან, რომლებითაც ადამიანის მთელი სხეულია დაფარული (ისინი უმთავრესად კანშია თავმოყრილი), ინფორმაცია სწორედ ჰიპოთალამუსს მიეწოდება. ამის შემდეგ ნერვულ-ენდოკრინული ჰორმონების ზემოქმედებით ოფლის გამოყოფა და აორთქლება ძლიერდება, რაც ამცირებს სხეულის ტემპერატურას, ან, პირიქით, მცირდება, რათა ორგანიზმმა ნორმალური ტემპერატურა შეინარჩუნოს. Read moreRead more

20
Nov

რა იწვევს უნაყოფობას

რა იწვევს უნაყოფობას

უნაყოფობა დღეს ბევრს აწუხებს. ზუსტი სტატისტიკური მონაცემებით განთქმულ ამერიკაში წყვილთა10-15% უნაყოფოა.
თითქოს ადვილი მისახვედრია, რას უნდა გულისხმობდეს ტერმინი “უნაყოფობა” – დაორსულების უნარის უქონლობას. მიუხედავად მარტივი დეფინიციისა, ექიმები ამ დიაგნოზის დასმას არ ჩქარობენ. თურმე წყვილი უნაყოფოდ მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს, თუ დაორსულება ერთწლიანი დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგაც ვერ მოხერხდა.
აღმოჩნდა, რომ წყვილების უმრავლესობა მოსალოდნელი დედობისა და მამობის შესახებ დაქორწინებიდან (ან უბრალოდ რეგულარული სქესობრივი  ცხოვრების დაწყებიდან) 6 თვის განმავლობაში იგებს, 85% – ერთი წლის განმავლობაში, ხოლო 50%-ს ამ სასიხარულო ამბავს შეუღლებიდან სამი წლის განმავლობაში აცნობებენ. Read moreRead more